1.
პროექტის სახელწოდება:
„ჩვენ გვიყვარს მათემატიკა“.
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
ამ პროექტის იდეა: პატარა ბიჭუნას
თავგადასავალი, რომელსაც არ უყვარდა მათემატიკა და სკოლიდან გაიქცა იმ იმედით, რომ
ისეთ სამსახურს იშოვიდა, სადაც მათემატიკა არ დასჭირდებოდა.
პირველად ბიჭმა სამსახური დაიწყო
მშენებლობაზე, შემდეგ მძღოლის დამხმარედ, შემდეგ ბაზარში და ბოლოს მეეზოვედ, მაგრამ
დარწმუნდა, რომ ყველგან სჭირდებოდა მათემატიკა; მოყვანილი გვქონდა მაგალითები თითოეული
სამსახურიდან და გამოთვლები, რომლებიც უნდა შეესრულებინა.
3.
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია თავისთავად საგნიდან
გამომდინარე. მათემატიკის გარეშე ძნელია ცხოვრება და არსებობა, არ არსებობს სამსახური
სადაც არ დაგვჭირდება მათემატიკა.
4.
პროექტის მიზნები:
ეს პროექტი მიზნად ისახავს ბავშვების
დაინტერესებას მათემატიკით, მათ კარგად უნდა ესმოდეთ ამ საგნის მნიშვნელობა არა მარტო
სკოლაში, გაკვეთილებზე, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. ამ პროექტით მოსწავლეები
დარწმუნდებიან რომ არ არსებობს სამსახური, სადაც მათემატიკა არ დასჭირდებათ.
5.
მონაწილეთა ასაკი:
10-11 წელი.
6.
ვადები/ხანგრძლივობა:
3-4 კვირა _ 1 თვე.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან
საგანს და დარწმუნდებიან მის აუცილებლობაში.
8.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ბავშვებმა მეტი თვალსაჩინოებისთვის
უნდა დაამზადონ პლაკატები ბიჭუნას თავგადასავლის თითოეულ ეტაპზე.
სურათების გადაღება.
სლაიდ-შოუს მომზადება და პროექტორით
გაშვება.
9.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ბავშვები თანმიმდევრობით ყვებიან
და აღწერენ ბიჭუნას ამბავს, მის ყოველ ნაბიჯს განიხილავენ და ეხმარებიან მას იმ გამოთვლების
შესრულებაში, რასაც თვითონ ვერ ახერხებს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
მათემატიკა.
ქართული (გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი).
ხატვა (პლაკატების დამზადებისთვის).
ისტ-ი (სლაიდ-შოუს დამზადებისთვის).
ქართული (გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი).
ხატვა (პლაკატების დამზადებისთვის).
ისტ-ი (სლაიდ-შოუს დამზადებისთვის).
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
მარი ჩიკვილაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
პროექტი - ჩვენ გვიყვარს მათემატიკა
View more presentations or Upload your own.